ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო მრევლს ურჩევს – უზმოზე ნაკურთხი წყალი სახლში და სამსახურში აპკურონ

“ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, – “უფალო შემიწყალე”. როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.”

აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაავრცელეს. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო ზიარების წესს ნაწილობრივ ცვლის.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით 150 585 ადამიანია ინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში – 1482. მათგან 31 – დაიღუპა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

დღეს, ბათუმში სავარაუდოდ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

იტვირთბა....