საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.