ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სავარაუდოდ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში სავარაუდოდ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

პაციენტი ამჟამად, ბათუმის კლინიკის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ადამიანი მიიყვანეს, რომელთაც ჰქონდათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია.

“ტვ პირველის” განცხადებით, მათ  წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველადი გამოკვლევებით ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარზე უარს აცხადებს, მაგრამ ამბობენ, რომ ამ ადამიანის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და ხვალ გახდება დაზუსტებით ცნობილი არის თუ არა ეს ადამიაინი ინფიცირებული ვირუსით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

იტვირთბა....