ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზიარება ერთი კოვზით მოხდება – ზიარების მისაყოლებელი ერთჯერადი ჭიქით

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ზიარების შემდეგ სასმლის, “სიტკბოების” მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდება. თუმცა, საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლაზე კვლავ უარს ამბობს.

“რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (“სიტკბოების”) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით”, – წერია საპატრიაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოში ასევე მრევლს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ პირადი ჰიგიენის დაცვას და ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას.

“გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან   იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით 150 585 ადამიანია ინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში – 1482. მათგან 31 – დაიღუპა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

დღეს, ბათუმში სავარაუდოდ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

იტვირთბა....