ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 73 000-ს აღემატება

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა სახელდება. სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარება იტალიაშია- 17 660 დაინფიცირებული და 3189 გარდაცვლილი.

რთული მდგომარეობაა აგრეთვე ესპანეთშიც, სადაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ 6023 შეადგინა, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი უკვე 191-ს აღემატება.

ცნობილი გამოცემა „ესოშიეთიდ პრესმა“ ვაშინგტონის ოფისი დახურა, რისი მიზეზიც ისაა , რომ კომპანიის ერთ-ერთ დასაქმებულ პირს კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იმატებს აგრეთვე აფრიკის კონტინენტზეც, სადაც უკვე ოფიციალურად 18 ქვეყანაში დაფიქსირდა დაავადება.

 საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....