ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება”, – დონალდ ტრამპი

“ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ტრამპის განცხადებით, იგი მზადაა, ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

პრეზიდენტის მრჩეველი, კელიენ კონუეი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ, თუ ირანს ნორმალური ქვეყანასავით მოქცევა სურს, ტრამპი ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებებისათვის მზადაა.

შეგახენებთ, დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო, ერაყს სანქციებით ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

იტვირთბა....