ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მკაცრი შურისძიება ელით” – ირანის სულიერი ლიდერი ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების პირობას ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დებს.

ირანის სულიერმა ლიდერმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„მკაცრი შურისძიება ელოდება, ვის ხელებზეც მისი სისხლია, ისევე, როგორც სხვა მოწამეების სისხლი“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანიც.

ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრ ამირ ხათამის განცხადებით, თეირანი „გამანადგურებელ პასუხს“ გასცემს ყველას, ვინც გენერლის მკვლელობის უკან დგას.

შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში 2 იანვრის ღამეს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.

იტვირთბა....