ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.
დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.
გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.