ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს.  ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოაწყონ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს.

„თეა წულუკიანმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად არის განწყობილი ამ პოლიტიკური კლოუნის მიმართ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....