aviabiletebi
მთავარი ციტატა

“უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილის 07:00 საათზე, ცხვრებივით შერეკეს” – უდუმაშვილი

„დღეს „ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის 05:00 საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში 07:00 საათზე. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის 05:00 საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ იქნება, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ინტერპრესნიუსი

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

დღეს დილით პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები აღარ დგას, თუმცა მობილიზებულია სამართალდამცავები.
იტვირთბა....