ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ პარლამენტის რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.
ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.
რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი.
ფოტო: პირველი არხი