“რამე ხომ არ გეტკინათ? ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ” – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპერატორს რომელიც გადაღების დროს წაიქცა.
“შენობაში შემოსვლა არ გამიჭირდა, დიდი მადლობა პოლიციას. არაფერი არ მაქვს ოპოზიციასთან სალაპარაკო. თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთვის” – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროტესტის ფონზე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.