“ქუჩის ოპოზიციაც ნანახი მაქვს, მონაწილეც ვარ, გამწვავება როგორ უნდა მოხდეს, ესეც კარგად ვიცი. თუ ოპოზიციის პროტესტს დრამატიზმის ნიშნები ჰქონდა, ახლა სრული კომიზმია. აბსოლუტურად კომიკურ სიტუაციაში არიან, კომიკურ პერსონებად იქცნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა, ვინც მასთან დგება, ინფექცია გადადებული აქვს”
ნუკრი ქანთარია – უმრავლესობის წევრი
გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.