“ველოდები, რომ დამიჭერენ. განა იმიტომ ველოდები, რომ რამე დავაშავე, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი ასრულებს მოსკოვის დირექტივებს. რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერების დასჯას მოითხოვს და ეს საწყალიც ასე წვალობს. ხელისუფლება მოქმედებს ივანიშვილის არეული სიზმრების მიხედვით. რა სიზმარსაც ნახავს, იმის მიხედვით მოქმედებენ. ძალიან ცუდად ამთავრებს ეს ხელისუფლება, რადგან მათ უკვე სისხლი დაღვარეს. ხელისუფლებამ, რომელმაც ქართველების სისხლი დაღვარა, ყველა პოლიტიკურ მოუსავლეთში წავიდა”
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე “მეტრონომთან” საუბრისას ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებასა და ნიკა მელიასთვის გირაოს მისჯის თემის კომენტირებისას;