შინაგან საქმეთა სამინისტრომ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.
ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უგულავამ, ოქრუაშვილმა და ბარამიძემ უარი თქვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლაზე და სწორედ ამიტომ დაიბარეს სასამართლოში ისინი.
გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.