aviabiletebi
მთავარი ციტატა

ნათელაშვილი – ისტორიას ორი წერილი შემორჩება – წმინდა წერილი და გახარიას წერილი

“ისტორიას ორი წერილი შემორჩება – წმინდა წერილი და გახარიას წერილი”, – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია. 

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო.

მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

იტვირთბა....