ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥,,ოცნების” წევრი რუსული კანონის წინაამღდეგ

თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი, რუსულ კანონს უპირისპირდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი ამბობს, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, თუკი მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს.

დეპუტატმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა:

„ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან“.

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში შესაძლო ზიანზეც საუბრობს:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს რაც ევროპას უკავშირდება… ამიტომ მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკანა არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას“, – მიმართა ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს წევრებს.

ბერძენაშვილი ამ განცხადების გაკეთებამდე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში თითქმის ყოველ დღე აზიარებდა მმართველი პარტიის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის პოსტებს, სადაც ეწერა რომ ე.წ აგენტების კანონპროექტი არა რუსული, არამედ ევროპულია.

იტვირთბა....