“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან რომელიც პირდაპირი მუქარით იძახდა რომ “თიიბისის” რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს.
„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.