ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი – ხაზარაძე

სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

„წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე. ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

იტვირთბა....