ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, მისი დაწერა ნებისმიერს შეუძლია” – პროკურორი მუქარის წერილზე

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომის დაწერაც ველას შეეძლო.

“მოკლედ რომ გითხრათ, ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, წარმოდგენა რომ გქონდეთ ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით. კომპიუტერით აკრეფილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს. ჩვენ ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას. როდესაც ჩვენ მივიღებთ ამ წერილს სასამართლოდან, ჩვენ დავგეგმავთ საგამოძიებო მოქმედებებს,” – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადება თითქოს გიორგი გახარიას მუქარის წერილის შესახებ პროკურატურას წინა გამოკითხვაზე მიაწოდა ინფორმაცია, სიცრუეს წარმოადგენს. თუმცა სინამდვილეში პირველ გამოკითხვაზე ხაზარაძემ ახსენა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა მას არ დაუსვეს კითხვა იმის შესახებ თუ ვისგან მიიღო აღნიშნული წერილი.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

ამ თემაზე: “წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი” – ხაზარაძე

იტვირთბა....