ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგი გახარიას წერილს გავასაჯაროებ” – მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

„ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში რაღაცები გაირკვევა, პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ გპირდებით, ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაც ორგანო შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირება და გამოძიების საშუალება ექნება. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ და გიმეორებთ, გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს უსმენდნენ.

იტვირთბა....