ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥სკოლის დირექტორების საგანგებო რეჟიმში აქციაზე წამსვლელ მასწავლებლებს აგროვებენ- კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლიდან 17 მასწავლებელი მიჰყავს

ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი აღიარებს, რომ 29 აპრილს დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თანამშრომლების თბილისში წამოყვანა აქვს დავალებული.
,, კი, გამგებელმა გვითხრა( უფასო კვებაზე და ტრანსპორტირებაზე). როგორც ვთქვი, ყველამ გამოთქვა აქციაზე დასწრების სურვილი…”,- ისმის აუდიოჩანაწერში.

@tvformula „გამგებელმა გვითხრა აბსოლუტურად ყველაფერი..“ #foryou #foryoupage ♬ original sound – Formula • ფორმულა

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების” განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”.

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

იტვირთბა....