საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ის რაც დღეს კობახიძემ იკადრა სრულიად უპრეცედენტო თავხედობა-მონობის პრეცედენტი იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც კი. ბიჭები გვერდზე ოთახში, კომენტარებით მთელი დღე, ყოველი შემთხვევისთვის …დაუჯერებელი…” – წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.
შეგახსენებთ, პარლამენტში 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტ კი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილისა და ეკა ბესელიას ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უმრავლესობა მას მხარს ვერ დაუჭერს.
როგორც კობახიძემ განაცხადა მისთვის ნიშანდობლივია კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.