პარლამენტში 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტ კი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა.
შეგახსენებთ, ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.