ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გოგიჩაიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის კონსესუსი ძალიან ნიშანდობლივია” – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილისა და ეკა ბესელიას ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უმრავლესობა მას მხარს ვერ დაუჭერს.

როგორც კობახიძემ განაცხადა მისთვის ნიშანდობლივია კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.

„დღეს საოცარი რაღაცები მოვისმინეთ, რომ ჯერ აპარტი უნდა იყოს და შემდეგ იურიდიული კომიტეტი, ეს საოცარი იყო. პირველ რიგში არის იურიდიული კომიტეტი და კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს შემიძლია აღვნიშნო. კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....