ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა
ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან გუშინ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და მიზეზად პარტიის წევრებთან მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა დაასახელა.

