საზოგადოება სამართალი

სასამართო პროცესიდან: მაგდა პაპიძე დაკავების დროს ორსულად იყო

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მეორედ დახურეს. ამჯერადაც სხდომის დახურვის მიზეზი ბრალდებულის პირადი ინფორმაციის განხილვას ეხებოდა. სხდომაზე მოწმის სახით იყო წარმოდგენილი ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმი გინეკოლოგი, რომელსაც უნდა განემარტა, იყო თუ არა ორსულად დაკავებისას მაგდა პაპიძე. ვინაიდან მოწმე აღწერდა უხერხულ დეტალებს, დაცვის მხარის შუამდგომლობით სხდომა დაიხურა. სასამართლო დარბაზში მხოლოდ მხარეები დარჩნენ.

როგორც პროცესის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, მაგდა პაპიძე 23 დეკემბერს ორსულად იყო, 26-ში კი, როცა შეამოწმეს, ორსულობა იყო შეწყვეტილი.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობა ედება ბრალად. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ნაფიციმსაჯულები განიხილავენ, მოწმის სახით წარმოდგენილი იყვნენ ბრალდებულის მეზობლები. ასევე, გამოძიების ვერსიით პაპიძის მეგობარი მამაკაცის, ოთარ ბერძენიშვილის დის ქმარი და მისი ნათესავები. დაიკითხნენ ასევე მოკლული ბავშვის, თორნიკე ქაფიაშვილის ბაღის აღმზრდელი და მაგდა პაპიძის ექიმი, რომელმაც ისაუბრა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ დიაბეტზე, რომელიც ბრალდებულს აქვს.

სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.

იტვირთბა....