სამგორის რაიონის მცხოვრებლებს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.