ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან გუშინ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და მიზეზად პარტიის წევრებთან მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა დაასახელა.
მისი თქმით, მან ეს პარტიაში გაწევრიანების შემდეგ აღმოაჩინა.
“ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო” და “პროგრამაც ბუნდოვანი იყო”.
პარტიის ლიდერს და სხვა წევრებს კუზანოვას გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.