ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ვერა წიგნაძე გარდაიცვალა.

მან 1943 წელს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1943-1946 წლებში ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე იყო.

2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.

იტვირთბა....