ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1790 ლარი გახდება.
დღევანდელი კურსით დოლარი 2.1360 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0430 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4512 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი კი 2.3953 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0559 ლარი შეადგინა.