ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ექსკლუზიური ინტერვიუ: “NATO-ს სჭირდება საქართველო და საქართველოს სჭირდება NATO”

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ პოლიტოლოგ დევიდ სმიტთან

NATO-თან ურთიერთობის საკითხი ვარშავაში დაგეგმილ, მოახლოებულ სამიტთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გუშინ Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, თუ როგორ “მიატოვა ალიანსმა და ევროკავშირმა საქართველო”. გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოსთან  ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადაიდო, ხოლო NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვარშავაში 8-9 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ვერ მივიღებთ. მთავარ მიზეზად ისევ ჩრდილოელი მეზობელი – რუსეთის ფედერაცია სახელდება.

“მეტრონომი” NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასა და საქართველოში არსებულ მოვლენებზე ამერიკელ პოლიტოლოგს, საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის ყოფილ დირექტორს, დევიდ სმიტს ესაუბრა.

“მეტრონომი”: საუბარი საქართველოში არსებული საკითხებით მინდა დავიწყო. მმართველი კოალიცია მმართველობის ბოლო წელს ასრულებს. როგორ აფასებთ “ქართული ოცნების” ოთხწლიან მმართველობას?

დევიდ სმიტი: საქართველოში 15 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მთელი ამ დროის მანძილზე ქვეყნის საშიანო საქმეები არასოდეს შემიფასებია. ბუნებრივია, ნახავთ ადამიანებს, რომლებიც არ დამეთანხმებიან, მაგრამ გარწმუნებთ, ვერ ნახავთ  საგაზეთო სტატიასა თუ სატელევიზიო გადაცემას, სადაც საქართველოს საშინაო საქმეებს მიმოვიხილავ. ჩემს ყურადღების ცენტრში ყოველთვის საერთაშორისო ურთიერთობები და თავდაცვის საკითხები იყო. ახლაც, ამ პრაქტიკას გავაგრძელებ. ვფიქრობ, ჩემი ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. შევაფასო მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, აზრი გამოვთქვა დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, ვფიქრობ არასწორია. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

– გასაგებია თქვენი პოზიცია. თუ ისე განვითარდა მოვლენები, რომ უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს მრავალპარტიული სისტემა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, განსაკუთრებით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ვგულისხმობს.

– მსგავსი საკითხები საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, არ აწუხებს. ნებისმიერ საპარლამენტო სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამართულია, როდესაც ხელისუფლებას მყარი უმრავლესობა ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში. ამ დროს გადაწყვეტილებები გაცილებით სწრაფად და ეფექტურად,  ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღება. განსხვავებით კოალიციური მთავრობისგან, სადაც უფრო მეტი დაპირისპირება და შეფერხებაა. ვფიქრობ, საქართველო ამ პრობლემის წინაშე არ დგას შემდეგი მიზეზების გამო: პირველი – იმის მიუხედავად, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მას აქვს უძველესი ისტორია. თქვენი ქვეყანა ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, მისი დანგრევის შემდგომ გამოიარა რთული პერიოდი, ააშენა დემოკრატია და არსებობას განაგრძნობს უძლიერესი მეზობლის ზეწოლის მიუხედავად. მეორე – პარლამენტმა უნდა გამოხატოს ამომრჩევლის სურვილები და როგორი პარლამენტიც გეყოლებათ, ესეც  ხალხის არჩევანი იქნება და მესამე – აქ ლორდ აქტონის სიტყვებს მოვიშველიებდი:  “ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის”. უკეთესი იქნება თუ ხელისუფლების ძალაუფლება შეზღუდული იქნება. პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის პირობებში ყოველთვის არის გამჭვირვალობა, ზომიერება და კომპრომისი. გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონების მარტივად მიღება.

– როგორ ფიქრობთ რუსეთს შეუძლია გავლენა იქონიოს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე?

– სამწუხაროდ რუსეთი ქართული დემოკრატიის მთავარი საფრთხეა. საქართველოში რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს. რუსეთი ცდილობს თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ადგილების ხელში ჩაგდებას. რუსეთს სურს საქართველო ენერგეტიკული თუ საკომუნიკაციო კუთხით კვლავაც მასზე დამოკიდებული გახდეს. რუსული პროპაგანდა ცდილობს ხალხს ჩაუნერგოს აზრი, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაუბრუნდების შემთხვევაში მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება. რუსები ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს დასავლეთმა საქართველო მიატოვა. მერწმუნეთ, რუსეთი საარჩევნო პროცესზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას, თუ ქართველი პოლიტიკური ლიდერები და მოსახლეობა ამ ნარატივს დაიჯერებს.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაიკ კარპენტერმა ასეთი განცხადება გააკეთა: ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს. რას უპასუხებდით თავდაცვის მინისტრის მოადგილეს?

– 2006 წელს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ანგარიშში, რის შედგენაშიც მონაწილეობას მეც ვიღებდი ნათქვამი იყო, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ძირითადი მოთხოვნა, რაც მნიშვნელოვანი იყო ეროვნულ უსაფრთხოებაში. ამავდროულად საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას სხვდასხვა სექტორში. ბუნებრივია, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს  დემოკრატიის კუთით რეფორმები. ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, რადგან ალიანსის წევრები კვლავაც იმეორებენ სულელურ მოსაზრებას, რომ საქართველოს გაწევრიანებით რუსეთთან ურთიერთობა გამწვავდება.

დასკვნის სახით გეტყვით, რომ საქართველომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი უნდა განაგრძოს. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რაშიც ცხოვრება გვიწევს, NATO-ს სჭირდება საქართველო და საქართველოს სჭირდება NATO. აქ საკითხი ასე დგას: ეყოფა თუ არა ალიანსს გამბედაობა მიიღოს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება.

– 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. საქართველოში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება მას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე უარის თქმა მოუწევს. შეგიძლიათ ამ ნარატივის საპირისპიროდ თქვენი არგუმენტი გვითხრათ?

– დიახ. პირველ რიგში, სამი შემთხვევა განვიხილოთ. 2008 წელს, რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ინტერვენციისთვის ბუქარესტის სამიტამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია რამდენიმე ადგილას განახორციელოს დარტყმები დიდი ხნის სამზადისის გარეშე. ომი NATO-ს სამიტის საპასუხოდ არ მომხდარა და ცუდია, რომ ზოგიერთი ცდილობს სამიტს დაუკავშიროს ეს სამხედრო ინტერვენცია.

მეორე, თუ დავუშვებთ იმას, რომ ბუქარესტის სამიტმა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე იქონია გავლენა, მაშინ უგუნურებასთან გვაქვს საქმე. სამიტზე NATO-მ გამოხატა სურვილი საქართველოსთან თანამშრომლობის და კონკრეტული გადაწყვეტილება მაშინ არ არსებობდა. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, 2008 წელს და ახლაც რუსეთი იყენებს NATO-ს თავის ქმედებების გასამართებლად.

და ბოლოს, რუსეთს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხებში ჩარევა 2008 წელს ბუქარესტის სამიტის შემდეგ არ დაუწყია. გავიხსენოთ მოვლენები რაც აფხაზეთში განვითარდა მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდელობა გამოაცხადა. 1989 წელს  საბჭოთა კავშირის დაშლიდან 1993 წელმდე, ანუ სოხუმის დაცემამდე აფხაზეთში ბევრი ქართველი დაიღუპა. საპასუხოდ რუსეთმა აფხაზეთში სეპატარისტებთან ერთად დეფაქტო სახელმწიფო შექმნა. გავიხსენოთ 1999 წელიც, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ “საქართველო NATO-ს კარზე აკაკუნებს” რუსეთი ცდილობს აფხაზეთის საკითხი საქართველოზე ზეწოლის იარაღად გამოიყენოს.

სანამ საქართველო თავისი სუვერენიტეტისთვის ბრძლოლას დაჟინებით აგრძელებს, რუსეთი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება.

თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდა თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ოკუპირებულ რეგიონებთან?

– გადაჭრით რამის თქმა რთულია, მაგრამ როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ამას რუსეთის მხიდან სულ მცირე, ერთი წლის მანძილზე გაბმული ყვირილი მოჰყვება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების რეაქცია შესუსტდება, ქართულმა სახელმწიფომ ნდობის აღდგენა უნდა სცადოს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ცხოვრება დეფაქტო რეჟიმში ცხოვრებასთან შედარებით უკეთესი იქნება.

ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ალიანსისთვისაც მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ განმარტოთ რას გულიხსმობდით?

– რასაკვირველია. ყველასთავის ნათელია, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დესტაბილიზაცია და ბალტიის ქვეყნების დაშინება კრემლის პოლიტიკის შედეგია. NATO-მ საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნოს. ბევრი თვლის, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

NATO-ს ინტერესში ევროპაში დემოკრატიის საზღვრები გაფართოებაცაა. საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარგი მოკავშირეა, თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ISAF-ის მისიაში.

თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ის, რომ დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია NATO-ს ჯარისკაცებს ვკითხოთ, იმ ჯარისკაცებს ვის გვერდითაც ქართველები იბრძოდნენ,  ვკითხოთ არის მზად საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად?

 

– ბოლოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ. როგორ აფასებთ ობამას მემკვიდრეობას და რას იტყვით რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვინ იქნება ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი?

აქ ჩემი პასუხი საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მსგავსი იქნება. ვფიქრობ, საქართველოთვის კარგი არ იქნება ამ არჩევნებზე ღიად რომელიმე კანდიდატს თუ დაუჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დემოკრატიის კუთხით სვლა განაგრძოს და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და ახალ კონგრესს რეფორმების კუთხით მზად შეხვდეს.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....