მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა, რომელსაც გამოძიება ბათუმის მოვლენებთან კავშირში სდებს ბრალს, შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობიდან ავტომობილით გამოიყვანეს და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

