ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური და დაპირისპირება მიცკევიჩის ქუჩაზე: მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის ცენტრში. მიცკევიჩის 27 ნომრის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. მათი განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სახლთან მისასვლელი ბოლო გზა ჩაიკეტება.

სამშენებლო კომპანია სამუშაოების დაწყებას დღეს გეგმავდა, თუმცა ნებართვის არსებობის მიუხედავად, არასაკმარისი დოკუმენტაციის მოტივით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა დღეს მშენებლობის დაწყების უფლება არ მისცა.

ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიც. ალეკო ელისაშვილს, მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

„დავით ნარმანიამ იცოდეს, რომ აქ ვერაფერი აშენდება. ვის რა პირობა მისცა და მისმა ჩინოვნიკებმა ვისგან რა ფული და მაყუთი აიღეს, მე არ მაინტერესებს. ეს არის ჩემი პირადი ღირსების საკითხი. ერთადერთი შემოსასვლელი გზა აქვს რამდენიმე კორპუსს და ამ გზაზე აშენებენ კორპუსს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....