ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ელისო კილაძის შვილს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ელისო კილაძის შვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამის შესახებ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს:

“ორთვიანი პატიმრობა როგორც მოსალოდნელი იყო.
ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი.
დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე.

ჩემმა შვილმა პროცესზე განაცხადა რომ მას პოლიციის სამმართველოში პირდაპირ აგინებდნენ დედას, ეუბნებოდნენ რომ ვარ მილიონერი,  აყენებდნენ შეურაცხყოფას.
გამოაცხადა შიმშილობა-რომელსაც მისი მდგომარეობის გამო სულ ერთი კვირა გაუძლებს.”- წერს კილაძე.

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს,  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავება, საქმე  260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....