პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებს ხვდება. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვეტოს სიმბოლური სახე აქვს, რადგან არსებობს უმრავლესობა, რომელიც მას დაძლევს.
“ვეტო იქნება იმის ილუსტრირება, რომ პრეზიდენტი აპროტესტებს კანონს. კანონს მხარი არ დავუჭირეთ არა იმიტომ, რომ პუნტქებს არ ვეთანხმებით, არამედ იმიტომ, რომ უნდა შეიქმნას მძლავრი კიბერუსაფრთხოების სამსახური, გლობალურად უნდა მივუგდეთ. საკითხი პრეზიდენტის სივრცეში უნდა განვიხილოთ”, – ამბობს ირმა ინაშვილი.
გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციები ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა. პრეზიდენტი “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს გუშინ შეხვდა.
“სამწუხაროდ, უმრავლესობის პასუხი ჯერ არ მიგვიღია”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს – კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.