ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

სათამაშოებს შორის რომელია საშიში (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=8m7DUOoMNqk
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ „TV პირველის“ ეთერში ისაურბა ბავშვების სათამაშოების უსაფრთხოებაზე. მათ შორის ე.წ. „ტყლარწზე“ და მაგნიტურ ქვიშაზეც, რომელსაც ახლა ძალიან აქტიურად მოიხმარენ არა მარტო პატარები, არამედ დიდებიც.

„ტყლარწი აუცილებელია სენსორული ფუნქციის განვითარებისთვის. ჩვენს ბავშვობაში ამას ალბათ, ბებიის ცომი ასრულებდა. ასევე კარგია მაგნიტური ქვიშა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შემოწმებული. ის რჩება ხელზე, შემდეგ ბავშვები ლოკავენ და ა.შ. ასე, რომ უნდა იყოს მძიმე მეტალებისგან თავისუფალი“- განაცხადა პედიატრმა ქეთი ნემსაძემ.

რომელია „საშიში სათამაშო“, ამ თემასთან დაკავშირებით პედიატრი საუბრობს:

სახალხო დამცველმა საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

იტვირთბა....