რუსთავი-თბილისის სამრშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
ამ წუთებში რუსთავში საპროტესტო აქცია იმართება, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, “ინტერტრანსის” მიერ დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.

