ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელებს ყველაზე მეტად ანტისანიტარია, ქაოტური მშენებლობა და არასაკმარისი ავტოსადგომები აწუხებს. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევაშია საუბარი.
მერია აცხადებს, რომ ქალაქის გენგეგმა მუშავდება. გენგეგმის ჯგუფიც ადასტურებს, რომ გეგმა უკვე მზად არის.
9 მილიონი კვ.მ. თბილისში 3 ათასამდე მაღლივი კორპუსის დამატებას გულისხმობს. ცნობილი ჰოლანდიელი ურბანისტის, მარტინ კანტერსის შეფასებით, რომელიც გენგეგმის მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, თბილისში ურბანული კრიზისია, რაც ახლო მომავალში დრამატულად გაუარესდება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემას მრავალსართულიანი ავტოსადგომების განვითარებით უპასუხებს.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია.
ბოლო წლებია, არაერთი უცხოური კომპანია, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, მზად არის, საკუთარი ინვესტიციით ააშენოს და მართოს თბილისში მრავალსართულიანი ავტოსადგომები.
ინვესტორის გათვლით, პარკირების პროექტი მომგებიანი იქნება კომპანიისთვის, თუკი ტარიფი საათში 2-3 ლარი იქნება.