ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-თბილისის სამრშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში რუსთავში საპროტესტო აქცია იმართება, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, “ინტერტრანსის” მიერ დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი შემოსავლები გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის საშუალებას არ იძლევა. ახალი რეგულაციებით მათ დღეში 70 ლარის ნაცვლად 80 ლარის გადახდა მოუწევთ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც “ინტერტრანსის” ადმინისტრაციამ მათი პრეტენზიების შესახებ შეიტყო, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები “ინტერტრანსის” ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ.

იტვირთბა....