ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

დაბმული დედა და ნაცემი შვილი – თერჯოლის რაიონში ოჯახი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში – სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი დოღონაძეების ოჯახში შეიჭრა. დამნაშავეებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, მის 18 წლის შვილს  კი ხელკეტებით სცემეს. ღაჩაღები დედა-შვილისგან ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

ყაჩაღობის შედეგად ოჯახიდან სავარაუდოდ მხოლოდ 1 ბეჭედია წაღებული. როგორც დაზარალებულები ყვებიან, დამნაშავეებმა მანქანის ხმა გაიგონეს, შეშინდნენ და გაიქცნენ. სხვაგვარად  18 წლის მოზარდს ალბათ ცემით მოკლავდნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა შსს ჯერჯერობით  დამატებით დეტალებს არ ახმაურებს და კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....