სომხეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ქვეყანაში დღეს სიჩუმის დღეა და ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება, ხვალ კი მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს.
არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით და ასევე პირველი იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს პოლიტიკური კარიერის გახანგრძლივება სურს და მომავალ წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაუფლების შენარჩუნებას უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში შეეცდება. ამიტომ, ექსპერტების აზრით, მმართველი გუნდისთვის ხვალინდელ არჩევნებში გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.