სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი ,,არქიმედეს” კლინიკაში მოათავსეს. შემთხევა გუშინ მოხდა.როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ოთარ რუაძემ განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში მოყვანისას მაღალი ტემპერატურა და პირღებინება ჰქონდათ.
,,ბავშვებს შესაბამისი ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ და მათ სახლში სავარაუდოდ, დღეს გავწერთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არ არის გამორიცხული, ეს ენტერო-ვირუსი იყოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა მე არ შემიძლია,” – განაცხადა ოთარ რუაძემ.