ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო ინფორმაცია აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ არაავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღინიშნა, რომ ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ ფიქსირდება, ვინაიდან მათ არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.

 

შესაბამისად, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, არც ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, არც შპს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტს და არც შპს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრს არ გააჩნიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება.

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოგმართავთ თხოვნით, სწავლის გაგრძელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას, დააზუსტოთ მის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობა.

 

ავტორიზებული სასწავლებლების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე www.eqe.gov.ge ან დარეკოთცენტრის  ცხელ ხაზზე 2 200 220 ( შიდა 3599) .“-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....