წუხელ, დაფნარის გზატკეცილზე თურქული სატვირთო ავტომობილი ვანისკენ მომავალ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. მსუბუქ ავტომობილში სამი ბიჭი იჯდა, მათ შორის ჯგუფი “არგოს” მომღერალი, შალვა კაცაძე. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია მძღოლის დაკავებისა და საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ ავტობანის მონაკვეთი- დაფნარი – ბაში 15 ივლისს გაიხსნა. აღნიშნულ მაგისტრალზე რამდენიმე კვირის წინ ავტოავარიაში რაგბის ნაკრების წევრები მოხვდნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ვისი რჩევით დაკრძალეს 15 წლის შემდეგ თაფლში შენახული მიცვალებული სოფელ ქანდაში
- რა გამოუქვეყნა ლელა კილაძემ გიგი უგულავას დაბადების დღეზე
- რა იყო ტრაგედიის მიზეზი: “დედა უყურებდა საშინელებას, როგორ ამოიყვანეს შვილები წყლიდან”
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა