გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიის პოლიციამ 53 წლის უკრაინის მოქალაქე, ვადიმ ი. ბრანდენბურგში დააკავა.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა და სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.
გამომძიებლების განცხადებით, ეჭვმიტანილი „ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ობიექტებზე მყოფი პერსონალისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ“ ინფორმაციას აგროვებდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადით, რომლის ლიეტუვაში განთავსება მომავალ წელს არის დაგეგმილი.
დაკავებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.

