სოფელ დიდ ჯიხაიშში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ, გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს:
„იმ საბედისწერო დღეს ბიჭები ბიძაშვილთან ერთად სათევზაოდ წავიდნენ, მერე მდინარეში გაგრილება გადაწყვიტეს და ტრაგედიაც დატრიალდა.
დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია:
– გუბისწყლიდან სილა და ხრეში ავტობანისთვის მიაქვთ. მთელი გუბისწყალი გადაჩიჩქნილია და ეს ტრაგედიაც ამიტომ მოხდა. რაც დიდ ჯიხაიშში ხდება, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ოჯახში გლოვაა. ვანიკო ჩვენი სიამაყე იყო. ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სულ იმარჯვებდა. ასეთივე კარგი იყო თემურიც, მეგობრული, უნიჭიერესი..
საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან. ერთ ძმას გული ჰქონდა გახეთქილი, მეორეს – ფილტვი.“
წყარო: კვირის პალიტრა
დღის რეიტინგული სტატიები:
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- ვისი რჩევით დაკრძალეს 15 წლის შემდეგ თაფლში შენახული მიცვალებული სოფელ ქანდაში
- რა გამოუქვეყნა ლელა კილაძემ გიგი უგულავას დაბადების დღეზე
- რა იყო ტრაგედიის მიზეზი: “დედა უყურებდა საშინელებას, როგორ ამოიყვანეს შვილები წყლიდან”
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა