ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა

 

“ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და მათ შორის სკოლაშიც”, – ეს განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ივლიტას ბიბლიოთეკაში”, “გურია ნიუსისა” და “POST- ალიონის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, გურულ ახალგაზრდებს ესაუბრა.

მთავრობის მეთაური, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის თათია ქილიფთარის იდეამ მოხიბლა, რომელიც სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერებას ეხებოდა:

 

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო თქვენს გეგმებს და გითხრათ, რომ პატივს ვცემ იმას, რომ  ლიბერალურ ღირებულებებს უჭერთ მხარს; პატივს ვცემ იმას, რომ ცდილობთ ის პროფესიები დააფინანსოთ, რომლებიც სამომავლოდ უფრო გამოყენებადია და პატივს ვცემ იმას, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება გსურთ. ბიზნესსექტორში არსებული სიახლეები, გამოწვევები ახსენეთ და ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეთ ყურადღება.  ჩემი აზრით, ახალგაზრდები ჩართულობას უნდა სწავლობდნენ სკოლაში და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ ესაა _ სკოლების თვითმმართველობა. არც ერთი პოლიტიკოსისგან, არც ერთი საარჩევნო კამპანიის დროს არ მსმენია, რომ ეს საკითხი ვინმეს წინ წამოეწიოს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბავშვებიდანაც ნაკლები გამოხმაურებაა; თუმცა, მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებების გააზრება თვითმმართველობით იწყება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება სკოლის დეცენტრალიზაციისთვის. მე ვიყავი სკოლის თვითმმართველობის წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლას არ ჰქონდა ბიუჯეტი და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სკოლის ასოციაციას რესურსცენტრი და საერთოდ განათლების სამინისტრო, ხელი გვეშლებოდა, ბავშვებს გაგვეკეთებინა ის, რაც მოგვწონდა. მე ვფიქრობ, სკოლებში თვითმმართველობის განვითარება განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, – მიმართა თათია ქილიფთარმა პრემიერს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი იდეა არავისგან მოუსმენია და თუკი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ჩარევა გახდება საჭირო, ის მზად არის: თვითმმართველობის სისტემის ცვლილებაზე ბოლო დროს ბევრი დებატი გაიმართა. სტუდენტთა ნაწილი ერთ მოდელს ემხრობა, ნაწილი _ მეორეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ შესთავაზა მათ პლატფორმის შექმნა, რათა მოხდეს მსჯელობა, თუ რა სახის თვითმმართველობა გვინდა, როგორი გვინდა და  როგორ ავიცილოთ თავიდან სახელმწიფოს ჩარევა  და მანიპულირება. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ  სტუდენტების აზრით მანიპულირება მოვახდინოთ; პირიქით, ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და რა თქმა უნდა, სკოლაშიც. ძალიან საინტერესო იდეაა, რაც თქვენ მომაწოდეთ, არავისგან მომისმენია და  რა თქმა უნდა, მივესალმები. თუ ამისთვის საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებითი წახალისება, დიდი სიამოვნებით.  დარწმუნებული ვარ, რომ დამამთავრებელ კლასებში ბევრ ახალგაზრდას ექნება სურვილი  ასეთი ტიპის პლატფორმის შექმნის _ ადგილის,  სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების მობილიზებას სკოლის ადმინისტრაციასთან, _ აღნიშნა პრემიერმა თათია ქილიფთარის კითხვის პასუხად.

gurianews.com

იტვირთბა....