აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საპრეზიდენტო სავარძლებში არც მე ვარ მარადიული და არც ტრამპი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

საპრეზიდენტო სავარძლებში არც მე ვარ მარადიული და არც ტრამპი. ასე თუ ისე, ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოდესღაც მაინც დასრულდებოდა, პუტინი კი თავის მთავარ მიზანზე – უკრაინის ოკუპაციაზე – უარს მაინც არ იტყოდა – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში

“ვფიქრობ, ტრამპს პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა – და შესაძლოა, ახლაც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მათ ასეთ ახლო ურთიერთობას სრულმასშტაბიანი შეჭრა მართლაც აეცილებინა თავიდან. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ: საპრეზიდენტო სავარძლებში არც მე ვარ მარადიული და არც ტრამპი. ასე თუ ისე, ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოდესღაც მაინც დასრულდებოდა, პუტინი კი თავის მთავარ მიზანზე – უკრაინის ოკუპაციაზე – უარს მაინც არ იტყოდა. ასე რომ, გულწრფელად თუ ვიტყვით, მგონი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, სანამ პუტინი რჩება ხელისუფლებაში“ – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....