„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილზე დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა ბერძენიშვილი საზოგადოებაში შუღლს აღვივებს.
„ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა არიან საქართველში ადამიანები, ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, აგრესიის გაღვივებისთვის, ებრძვიან ეკლესიას პატრიარქს, ებრძვიან 250 წლის გარდაცვლილ მეფეებს, არ შეიძლება შუღლის გაღვივება საზოგადოებაში.
არ შეიძლება გამოდიოდეს და ლანღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას
ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ შუღლის გაღვივებაც მიუღებელია და იმედია, მომავალში არ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს ლევან ბერძენიშვილს ახალ გაზრდა მამაკაცი დაესხა თავს. ეს უკანასკნელი პროფესორის მისამართით კვერცხებს ისროდა და იგინებოდა.

